მიშელ პფაიფერს ასაკი შეახსენეს

მიშელ პფაიფერს ასაკი შეახსენეს

დრო ულმობელია. ის ერთ ადგილს არ ტკეპნის და თავისი დინებით მიედინება. შესაბამისად დღეს რომ გგონია რომ ლამაზი ხარ და საზოგადოებრივი ყურადღების არეალში იმყოფები, მოხედვას ვერ ასწრებ და სულ სხვა რეალობის წინაშე დგები. ასე დაემართა ცნობილ ამერიკელ მსახიობს მიშელ პფაიფერს. თავის დროზე ამ ულამაზესმა ქალბატონმა ვერა და ვერ შეიგნო, რომ ნახევარი საუკუნე დაახურდავა და ულმობელმა ასაკმა საკუთარი კვალი დაატყო.

 

რა გინდა მეტი, სახელი გაქვს, საბანკო ანგარიშზე გვარიანი თანხაც გიდევს, საინტერესო პროფესიული გზაც განვლე. დაჯექი სახლში და მოუარე შვილებს, შვილიშვილებს, კატებს, ძაღლებს, მცენარეებს. საქმეს რა გამოლევს. არა, დაუცხრომელი პფაიფერი კვლავ შოუ-ბიზნესში საქმიანობს. ეს უკანასკნელი კი მეტად ულმობელია. რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე მავანმა და მავანმა ჟურნალისტმა პირდაპირ მიმართა ვეტერან-მსახიობს, როგორ ცხოვრობ ასეთი ბებერი და მომჩვარო სხეულითო.

 

პფაიფერი მოსასულიერებელი შეიქმნა, უტაქტო მას-მედიის მსახურმა კი იქ მყოფი კოლეგების მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

 

თავის დროზე მსახიობ სუზან სარანდონს მიშელ პფაიფერზე ნაკლები არც სილამაზე ჰქონდა და არც დიდება აკლდა. გამოხდა ხანი და სარანდონიც გაეცალა რა შოუ-ბიზნესის სამყაროს, სხვა სფეროში დაიწყო საქმიანობა. რამდენიმე თვის წინ ნიუ-იორკში საკუთარი ბარი გახსნა, რომელიც იმით გამოირჩევა , რომ იქ რამდენიმე ათეული მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა იმყოფება.

 

შედი, გაერთე პინგ-პონგით და თუ დაიღალე, ბარიც იქვეა. აი ნათელი მაგალითი აქტიორული ნიჭისა და ბიზნესის უნარის ერთად შერწყმისა. მინახავს რესტორნებთან კეგელბანები, ასევე იშვიათობას არ წარმოადგენს ბარის კუთხეში მიმწყვდეული ბილიარდის მაგიდაც. მაგრამ სპეციალიზირებული მაგიდის ჩოგბურთისა და ბარ-რესტორნის სიმბიოზს პირველად ვაწყდები. ალბათ მართლები არიან ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ ერთ სფეროში წარმატებულ პიროვნებას დიდი შანსი აქვს სხვა სპეციალობაშიც მაღალ საფეხურებს მიაღწიოს.