უცნაური ვარსკვლავები

უცნაური ვარსკვლავები

მსახიობობა განსაკუთრებით დამღლელ სამუშაოთა რიცხვს მიეკუთვნება. ამ პროფესიის ხალხი ძალიან დაკავებული პიროვნებები არიან.

 

რასაკვირველია ცხოვრების ასეთმა მძიმე რეჟიმმა მათ ფსიქიკაზე ერთგვარი მავნე ზეგავლენა მოახდინა და მრავალი მათგანი სხვადასხვა ცრურწმენებითა და შიშის კომპლექსებით დაავადდა.

 

რობინ უილიამსი ჩინებული მსახიობია, მაგრამ ერთი უცნაური ადამიანი კი ყოფილა. ეს უკანასკნელი ძალიან ბრაზდება და წყობიდანაც გამოდის, როცა ვინმე მარილს აბნევს. თუ ვინმე მის თანდასწრებით ნატრიუმქლორს მაინც დააბნევს, უილიამსი თავად იღებს ცოტა მარილს და უბედურებისაგან თავის დასაცავად ზურგს უკან იყრის.

 

მრავალი ჩვენთაგანი დილაობით, ლოგინიდან წამოდგომისას მარცხენა ან მარჯვენა ფეხით აბიჯებს. ანალოგიური თვისება ჰოლივუდელ მსახიობს სელმა ჰაიაკსაც გააჩნია, ოღონდ მას ეს ცოტა ორიგინალური ფორმით აქვს გამოხატული. უცხო შენობაში ან ისეთ ბინაში, სადაც მისთვის უცნობი ხალხია შეკრებილი, ჰაიეკი კარის ზღურბლს ყოველთვის მარჯვენა ფეხით აბიჯებს. ჟურნალისტებთან საუბარშიც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ასეთი მოქმედება კარგად აქვს დაცდილი და კინოს სამყაროს სიმაღლეებს რომ მიაღწია, ამას გარკვეულ წილად საკუთარ მარჯვენა ფეხსაც უნდა უმადლოდეს.

 

ცნობილი ამერიკელი მსახიობი მარლონ  ბრანდო დაინტერესებული იყო აფრიკის  ფაუნით, კერძოდ კი სირაქლემების კვერცხებით. მსახიობს სწამდა, რომ ამ სწრაფი ფრინველის კვერცხს მისთვის წარმატება მოჰქონდა. მარლონ ბრანდო ეგოისტი პიროვნება არ იყო და როდესაც მის მეგობრებს უჭირდათ, ის მათ სწორედ რომ სირაქლემის კვერცხს უგზავნიდა, რათა აფრიკული ტრადიციის მიხედვით მათი უბედურება ბედნიერებად შეეცვალა. 

 

მსახიობი დენზელ ვაშინგტონი ნამდვილი “მანიაკი” ყოფილა, რადგან მისი თილისმა შტატ ჯორჯიაში ნაპოვნი ძველი კაუჭია, რომელზეც ორასი წლის წინ ზანგ მონებს ჰკიდებდნენ. დენზელი კაუჭს სახლიდან გასვლისას ყოველთვის ხელით ეხება და სჯერა, რომ ამ რიტუალს მისთვის ბედნიერება მოაქვს.

 

წარმოიდგენდა კი ვინმე, რომ ჰოლივუდელ მზეთუნახავს ნიკოლ კიდმანს ამქვეყნად ყველაზე მეტად პეპლების დანახვის ეშინია. ნამდვილად არ მიმაჩნია ნორმალურად ის ფაქტი, რომ როდესაც ბუნების წიაღში აქვს გადაღებები, ამ ლამაზმანის კაპრიზის დასაკმაყოფილებლად დაქირავებულ მუშაკთა მთელი ჯგუფი იქ მაცხოვრებელი პეპლების განადგურებით არის დაკავებული.

 

კინოვარსკვლავ შერონ სტოუნსა და ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს ერთი საერთო თვისება აღმოაჩნდათ. ორივეს, როდესაც ოთახში მარტო იმყოფებიან, ჩართული ტელევიზორის ეშინიათ. ნადალს რა სჭირს ნამდვილად არ ვიცი. შერონ სტოუნს კი სულ ჰგონია, რომ ჩართული ტელევიზორი ყოველ წუთს შეიძლება რომ აფეთქდეს. ალბათ ანალოგიური აზრები აწუხებს ესპანელ ჩოგბურთელსაც.

 

ანჯელინა ჯოლი მეტად უშიშარი დიაცია და ამ ქვეყანაზე არაფრის არ ეშინია, შუაღამისას მის კარზე უეცარი დაკაკუნებისაც კი. სამაგიეროდ ეშინია ფრენის და თვითმფრინავში ყოველთვის რამდენიმე ადამიანთან ერთად ადის. 

 

შონ კონერის განსაკუთრებული რეკომენდაცია არ სჭირდება. თურმე პატარა ნაკლი ექს-ჯეიმს ბონდსაც ჰქონია. მას ეშინია შუქნიშნის “წითელი შუქის” დანახვის. ამ დროს ხელები უცივდება და ციებაც ეწყება. წარმოიდგენდა ვინმე ამას. ბრიტანელ ჟურნალისტებს სულ აინტერესებდათ რატომ ჰყავდა კონერის პირადი მძღოლი და თვითონ არასოდეს ატარებდა ავტომანქანას. ამ შეკითხვაზე პასუხი ალბათ უკვე იცით.

 

მსახიობ რიჩარ გირს შიშის ზარს სცემს იმის დანახვა, თუ როგორ ულაგებს ბინას დამლაგებელი ქალი. ასევე ბატონ გირს მწვავე ალერგია აქვს მტვერზე და სწორედ ამის გამო გავრცელდა ჰოლივუდში შემდეგი სახის ხუმრობა. “თუ არ გსურთ რომ რიჩარდ გირი სტუმრად გეწვიოთ, გამოფინეთ დაფა შემდეგი წარწერით: “სანიტარული დღე”. დარწმუნებულები ვართ, რომ მისტერ გირი თქვენს ადგილსამყოფელს ელვის სისწრაფით გაეცლება”.