სარა გორდი პირველი ბრიტანელი მსახიობი ქალი გახდა დაუნის სინდრომით, რომელმაც ბრიტანული იმპერიის საპატიო ორდენი მიიღო.
სარა ორდენის სხვა ნომინანტებთან ერთად ბუკინგემის სასახლეში მიიწვიეს, სადაც მას ჯილდო პრინცმა უილიამმა გადასცა. ეს ემოციური კადრები დღეს ყველა წამყვანი გამოცემის გვერდებს ამშვენებს.
სარა ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარული გახდა BBC-ის სერიალით „გამოიძახე მეანი ქალი“, რომლის 7 სეზონია გამოსული. იქამდე მსახიობი ისეთ პოპულარულ სერიალში მონაწილეობდა, როგორიცაა Upstairs, Downstairs
მსახიობი აცხადებს, რომ ის დედასთან ერთად მთელი დღე ტიროდა, როდესაც ბუკინგემის სასახლიდან მიიღო ცნობა, რომ ის ორდენის კავალერი ხდებოდა. სარა გორდი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩია, რომელიც დასწავლების პრობლემის მქონე ადამიანებს ეხმარება.