მობილურ ტელეფონს სახლში ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ საგნად ასახელებენ. სმარტფონების გასასუფთავებლად სველი ხელსახოცისა და ფანჯრის საწმენდი საშუალებების გამოყენება არ შეიძლება. საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შემადგენლობაში ხშირად საკმაოდ აგრესიული ნივთიერებები შედის, რომელსაც ა თხევადკრისტალური ეკრანის დაზიანება, შიგნით შეღწევის შემთხვევაში კი მთელი მოწყობილობის განადგურება შეუძლია.
ასევე, არ შეიძლება სმარტფონის გაშრობა ფენით, დამუშავება ნიშადურის სპირტით, წყალბადის ზეჟანგით, გამხსნელით, ქლორითა და ფხვნილებით, მათ შორის საკვები სოდით.
დეზინფექციისა და წმენდისთვის დაგჭირდებათ:
გამოხდილი წყალი;
70%-იანი იზოპლოპილირებული სპირტი;
აეროზოლი;
მიკროფიბრალური ხელსახოცი ოპტიკისთვის;
ბამბის ჩხირები;
კბილის ჩხირი.
ტელეფონის წმენდისას ეცადეთ ის ძალიან არ დაასველოთ. მწარმოებლების უმრავლესობა სმარტფონის კორპუსსა და ეკრანზე ამაგრებენ სპეციალურ ჰიდროფილურ საფარს, რომელიც დაიცავს მას კანის ცხიმისა და სხვა სიბინძურისგან. ძლიერი ხახუნი და გადაჭარბებული ტენიანობა ასევე გამოიწვევს მის გაფუჭებას.
როგორ გაწმინდოთ სმარტფონი
ტელეფონს მოაშორეთ აქსესუარები და გამორთეთ.
მოხსენით დამცავი ჩარჩო - მას ცალკე წმენდა სჭირდება.
აპკურეთ ცოტაოდენი დისტილირებული წყლის პულევიზატორი და 70%-იანი იზოპლოპილირებული სპირტი 1:1 პროპორციით.
ნაზავი პულევიზატორიდან ხელსახოცზე გადაიტანეთ ისე, რომ ძალიან სველი არ იყოს. სითხის ტელეფონზე მაშინვე მისხმა არ შეიძლება.
დაასველეთ ნივთი ხელსახოცით ორივე მხარეს.
ფოტოკამერის ობიექტივის, აქსესუარებისთვის შემავალი პორტებისა და ღილაკების გასაწმენდად გამოიყენეთ ბამბის ჩხირები. კორპუსში მოხვედრილი ჭუჭყი კი მოაშორეთ კბილის ჩხირის საშუალებით.
გააშრეთ ტელეფონი ჰაერზე 15 წუთით.
მსგავსი პროცედურა უნდა ჩაატაროთ კვირაში ერთხელ მაინც.
ტელეფონთან ერთად აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ ყველა აქსესუარი, სხვაგვარად მსგავსი დეზინფექცია აზრს დაკარგავს.