ამერიკის საბავშვო ბაღში აღმზრდელი ბავშვებს ყოველ დილით ჩახუტებითა და ცეკვით ხვდება

ამერიკის საბავშვო ბაღში აღმზრდელი ბავშვებს ყოველ დილით ჩახუტებითა და ცეკვით ხვდება

ამერიკის შტატ მერილენდში მდებარე საბავშვო ბაღში აღმზრდელი, სენდი სპარკსი პატარებს თითოეულ დილას უხალისებს.

აღსაზრდელების ოთახში შესვლამდე, ის ბავშვებს ეკითხება, როგორი დახვედრა უნდათ: "ხელი ჩამომართვი", "ჩამეხუტე", "დაკა ხელი" თუ "მიცეკვე".

პატარები არჩევანს ყოველ დილით ფერად და გაფორმებულ სურათებზე აკეთებენ, მისის სპარკსი კი მათ სურვილებს უყოყმანოდ და ბედნიერი სახით ასრულებს.

როგორც ჩანს, ტრადიცია ამერიკის სხვა საბავშვო ბაღებში და სკოლებშიცაა გავრცელებული. ზოგ მათგანში, ბავშვები ერთმანეთს ხვდებიან თბილად.