7 შეცდომა, რომელიც შინაურ ცხოველებთან ურთიერთობაში დამიშვია

7 შეცდომა, რომელიც შინაურ ცხოველებთან ურთიერთობაში დამიშვია

პირველ რიგში გეტყვით, რომ შინაური ცხოველი დიდი პასუხისმგებლობაა და ბევრ ყურადღებას საჭიროებს. მათი სახლში მოყვანის პირველივე წამიდან ვალდებული ვართ, რომ უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ და საკვებით ან საჭიროების შემთხვევაში საჭირო სამედიცინო დახმარებითაც უზრუნველვყოთ.

ახლა კი შედარებით სახალისო ნაწილზე გადავალ და იმ საბედისწერო შეცდომებზე მოგიყვებით, რომელიც შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისას არაერთხელ დამიშვია.

დიახ, ძაღლები და კატები საყვარელი, ერთგული არსებები არიან და არც ის არის საკამათო, რომ დამღლელი დღის ბოლოს მათთან თამაში და გართობა, განსაკუთრებულად გემრიელი კერძის ბოლო ლუკმასავითაა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ გატუტუცებაში ხელი უნდა შევუწყოთ.

ჩემი ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება იმდენად დიდია, რომ რთულია გავიხსენო რამდენი ძაღლი, კატა, თუთიყუში, ზაზუნა, ზღვის გოჭი ან აკვარიუმის თევზი მყოლია.

განვლილმა წლებმა კი დიდი ცოდნა შემძინა და შემიძლია ახალბედა პატრონებს, რომლებსაც ცხოველები, მათი საყვარლობას გამო, ან შვილის დაჟინებული მოთხოვნით მოჰყავთ, ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

ნახეთ 7 შეცდომა, რომელიც შინაურ ცხოველებთან ურთიერთობაში დამიშვია:

1. არ ვცდილობდირომ ბანაობა შეჰყვარებოდათ

სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ცხოველი აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ დაბანას. ბანაობის შემდეგ თუ გაგებუტებათ ნუ იდარდებთ, მისი გულის მოგება საკვების დამატებითი ულუფითაცაა შესაძლებელი.

იმისთვის, რომ წყლის მიმართ მეტი ინტერესი გაუჩნდეს, შეგიძლიათ წამახალისებელი საკვები ან ჭყიპინა სათამაშოები გამოიყენეთ.

2. ჩემს ლოგინში დაძინების უფლებას ვაძლევდი

პატარა კნუტის საწყალ თვალებს ვერ უძლებთ და თქვენთან დაძინების უფლებას აძლევთ? მესმის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მალე საკუთარი ლოგინის გარეშე დარჩებით.

თუ ფიქრობთ, რომ პატარას მეტის სითბო სჭირდება, მისთვის განკუთვნილი სპეციალური ლოგინი გამოიყენეთ, რომელიც ნებისმიერ ზოომაღაზიაში იყიდება. ან ლოგინთან ნებისმიერი ძველი პლედი დაუფინეთ.

3. ჩემი ახალი ნივთები "ნადირობანასთამაშის დამატებითი მიზეზი ხდებოდა

შინაურ ცხოველებს თავიდანვე უნდა ასწავლოთ, რომ თქვენი ნივთებით თამაში დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ტელეფონი ან საფულე გასაფუჭებლად არის განწირული.

თუ შეამჩნევთ, რომ ცხოველი თქვენი ნივთების მიმართ ინტერესს იჩენს დატუქსვას ნუ მოერიდებით. გასართობად კი დამატებითი სათამაშოები მიეცით.

4. საჭმელს საკუთარი თეფშიდან ვაჭმევდი

ასე არასდროს მოიქცეთ, რადგან ცხოველთან საზიარო თეფში თქვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ესეც, რომ არა თქვენი ყოველი საუზმე, სადილი, თუ ვახშამი ნამდვილ ტანჯვად გადაიქცევა, რადგან მსუნაგი ცხოველი თქვენი ულუფის განაწილებას ყოველთვის მოგთხოვთ.

5. დაუსრულებლად ვაჭმევდი და თავი კარგი პატრონი მეგონა

ცხოველების დაუსრულებელი გამოკვება მზრუნველ პატრონად ვერ გაქცევთ. პირიქით, ზედმეტი ჭამა მათ ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს.

განსაკუთრებულად მოერიდეთ მათთვის ძვლების და ტკბილეულის მიცემას.

6. მაგიდაზე ხოხვას და სირბილს არასდროს ვუკრძალავდი

ასწავლეთ თქვენ ცხოველებს ელემენტარული ზრდილობა და აუხსენით, რომ მაგიდაზე (იქ სადაც ვსადილობთ) ხოხვა და სირბილი მათ ცუდ მანერებზე მეტყველებს.

ძნელი არ არის, სცადეთ და მიხვდებით, რომ მათ ჩვენი თითოეული სიტყვა კარგად ესმით.

7. არ ვცდილობდირომ კარგი მასპინძელი ყოფილიყო

ცხოველმა უნდა იცოდეს, რომ საჭმელი მხოლოდ მისთვის არ არის და ზოგჯერ სტუმარსაც უნდა გაუმასპინძლდეს.

თქვენი ძაღლი ან კატა კარგი მასპინძელი გახდება, თუ მეგობრის მოსვლისთანავე სხვა ოთახში არ გამოკეტავთ და ახალ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას მისცემთ. ასე დაუსრულებელი ყეფის ან კნავილის (გაპროტესტების) მოსმენასაც თავიდან აირიდებთ.