ვაჟა მანია ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობს

ვაჟა მანია ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობს

ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ფართო საზოგადოებამ „ჯეოსტარის“ მუსიკალური კონკურსის მეშვეობით გაიცნო, აგრძელებს მუსიკალურ კარიერას და ამჯერად ამერიკულ „ნიჭიერში“ გადაწყვიტა საკუთარი ძალების გამოცდა.

მომღერალმა სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა და საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე ამგვარად ამცნო.

„America's Got Talent 2019 Auditionნ,Wish me luck & Stay tuned!“- დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი მასშტაბის კონკურსები ქართველი მომღერლისთვის უცხო არ არის და გასულ წელს მისი კვარტეტი ნიუ–იორკის საერთაშორისო ჯაზკონკურსის “MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION” ფინალისტებს შორის მოხვდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომღერალმა მუსიკალური განათლება ბერკლის მუსიკალურ სასწავლებელში მიიღო.