„ბილბორდმა“ ტრადიციისამებრ 2018 წლის საუკეთესო ქალბატონი გამოავლინა, ამჯერად „წლის ქალის“ ტიტული არიანა გრანდეს ხვდა წილად და შესაბამისად, 6 დეკემბერს, ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე - „ქალები მუსიკაში“, საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.
არიანამ 25 წლის ასაკში შეძლო ისეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება, რომლის მფლობელებიც თავის დროზე ბიონსე, კეტი პერი, ლედი გაგა, სელენა გომესი და სხვები გახლდნენ.
„არიანას შემოქმედება საკმაოდ ინდივიდუალურია და არასდროს ცდილობს რაიმე კონკრეტული მუსიკალურ ტრენდს აუწყოს ფეხი. ის დარწმუნებულია საკუთარ მიზნებში და მათი განხორციელებისთვის მუდმივად იბრძვის სამყაროში, რომელიც ხშირად არაჰუმანურად არის ახალგაზრდა ძლიერი ქალბატონებისადმი განწყობილი“ - აღნიშნა ბილბორდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, როს სკარანომ.
შეგახსენებთ, რომ არიანა 2014 წელს ბილბორდის ამავე ღონისძიებაზე წლის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მფლობელიც გახდა.