სუპერვარსკვლავები, რომლებიც მობილურ ტელეფონს არ იყენებენ

სუპერვარსკვლავები, რომლებიც მობილურ ტელეფონს არ იყენებენ

რთულია დაჯერება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანია, რომელსაც არ სურს მობილური ტელეფონით სარგებლობა და მათი შორის სწორედ ჩვენი საყვარელი ვარსკვლავებიც არიან, გადავხედოთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც გადატვირთული გრაფიკისა და უამრავი საქმის მიუხედავად, ახერხებენ ყველაფრის ფიჭური კავშირგაბმულობის გარეშე მოგვარებას.

ელტონ ჯონი

მუსიკოსი საერთოდ უარყოფითადაა განწყობილი ნებისმიერი სახის ტექნიკის ხშირი გამოყენების მიმართ და იმასაც მიიჩნევს, რომ მსოფლიო უკეთესი იქნებოდა ინტერნეტიც კი რომ არ იყოს, ასე რომ, გასაკვირი არაა რომ მას არც მობილური ტელეფონი აქვს.

სარა ჯესიკა პარკერი

მსახიობმა გადაწყვიტა მობილურსა და იმეილს შორის არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე შეეჩერებინა, მომხიბლავი ქალბატონი სწორედ იმეილით ეკონტაქტება ყველას და ამით ძალიან კმაყოფილია.

კარლ ლაგერფილდი

დიზიანერი ტექნოლოგიების მოყვარული არ არის და სულ სხვა პრიოტეტები გააჩნია. მას მობილური არ აქვს, თუმც აკომპიუტერს იყენებს, რადგან მას ესთეტიკურად სასიამოვნოდ მიიჩნევს

ტომ კრუზი

პოპულარულლი მსახიობი მობილურს არ იყენებს და ამის მიზეზად მედიაში მის მეცნიერულ ცოდნას ასახელებენ.

კეისი აფლეკი

ცნობილია, რომ მსახიობს პანიკური შიში აქვს ტელეფონის მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მიმართ და კიბოს თავიდან ასარიდებლად ოკეანეშიც კი მოისროლა მობილირი.   მოგვიანებით მას მაინც მოუწია მისი შეძენა, თუმცა სისტემატიურად არ იყენებს.

ტაირა ბენკსი

ამერიკელმა ტოპ-მოდელმა აღიარა, რომ მობილურზე დამოკიდებულებამ მას ფიზიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეუქმნა და ამიტომ გაურბის მის მოხმარებას.