ანვარ ჰადიდი ქენდალ ჯენერზე ეჭვიანობს

ანვარ ჰადიდი ქენდალ ჯენერზე ეჭვიანობს

ჰადიდების ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი - ანვარ ჰადიდი პაპარაცებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს  ქენდალ ჯენერთან ერთად, რომელიც მისი დების უახლოესი მეგობარია. წყვილი ოფიციალურად ერთად არასდროს ყოფილა, მაგრამ ხშირად იწერება მათ შორის არსებული გარკვეული სიმპატიის შესახებ, რასაც ანვარის ბოლოდროინდელი საქციელიც მოწმობს.

„საინტერესოა, ოდესმე თუ შემიყვარებენ ისე, როგორც მე მიყვარს“- დაწერა 19 წლის მოდელმა ინსტაგრამზე. მოგვიანებით კი, ფოტო გააზიარა, რომელზეც მკავზე დაწერილი ფრაზა იკითხება „რატომ არ შემიძლია გონებიდან ამოგიგდო“.

საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ ქენდალ ჯენერი ყოფილ მეგობარ ბიჭთან - ბენ საიმონსთან ერთად დააფიქსირეს და ყველა დარწმუნებულია, რომ ანვარის ეს პოსტებიც სწორედ ამ ფაქტს ეხება.

ჭორები ანვარისა და ჯენერის საეჭვო რომანტიკული ურთიერთობის შესახებ რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა, როცა მათი საკმაოდ ინტიმური კადრი მოხვდა სოციალურ ქსელებში.