ხველა შემაწუხებელია როგორც თქვენთვის, ისე თქვენი გარშემომყოფებისთვის.
ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც სახლის პირობებში ხველის მორჩენაში დაგვეხმარება.
1. ხველის მორჩენა აბებით
აფთიაქებში მოიკითხეთ ბალახეულის საწუწნი აბები, რომლებიც, სველი ხველის შემთხვევაში ნახველისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
სველი ხველის მორჩენაში ლიმონის წვეთებიც დაგეხმარებათ. ერთმანეთში აურიეთ პიტნის აბი ლიმონის წვენში ჩააგდეთ და გაათბეთ, სანამ არ გადნება, შემდეგ დაამატეთ თაფლი და მოურიეთ. მიღებული მასა დაახლოებით ორი ჩაის კოვზის რაოდენობით დალიეთ.
მშრალი ხველის შემთხვევაში, ასევე აფთიაქში შეიძინეთ თელამუშის ხისგან დამზადებული აბები და დაწუწნეთ.
2. სახლში დამზადებული ხველის საწინააღმდეგო სიროფები
ლიმონის წვენი და ცოტა თაფლი ერთმანეთში აურიეთ, შემდეგ ძალიან ცოტა პილპილი დაამატეთ და შემდეგ გდაყლაპეთ. თაფლი ყელს დაგირბილებთ, ლიმონი კი ვიტამინ ჩ-დამატებით ინფექციას შეებრძოლება. რაც შეეხება წიწაკას, ის მთელს ყელში გაიბნევა და გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს.
მეორე ეფექტური სიროფის დასაზმადებლად ლიმონის წვენი და თაფლი აიღეთ და გაათბეთ, შემდედ გახეხეთ ხახვი, რომელიც ნახევარ გამდნარ თაფლში უნდა ჩაამატოთ. ადუღების შემდეგ დაახურეთ თავი და 2 საათში დაიწყეთ მისი მიღება. ხახვი ნახველისგან სწრაფად ათავისუფლებს და ხველაც მალე გაგივლით. 1 ჩაის კოვზი ნაყენი ყოველ 2-3 საათში მიიღეთ.
ყელის დასაწყნარებლად კიდევ ერთი სიროფი გამოიყენება, 5-6 მიხაკი 1 ჭიქა თაფლში აურიეთ და ნაზავი 1 ღამით მაცივარში შედგით. დილით თაფლიდან მიხაკები ამოიღეთ და თაფლი ჩაის კოვზით საჭიროებისამებრ მიიღეთ.
კრისტალიზებული შაქრის კანფეტები სიროფების დასამზადებლად გამოიყენება, ამიტომ ერთ ყუთ ასეთ კანფეტებს 450 გრამი ქიშმიში, 3 ლიმონის წვენი, ერთნახევარი ჭიქა შაქარი და ძალიან მცირე რაოდენობით ვისკი დაამატეთ.
გაითვალისწინეთ, რომ კრისტალიზებული შაქრის კანფეტების გათხელება რთულია.
3. ხველის საწინააღმდეგო ჩაის დაყენება
ჩაყარეთ ქონდარი ადუღებულ წყალში, დაელოდეთ, რომ ფერი და არომატი გამოუშვას და შემდეგ ბალახი ამოწურეთ. თუ გნებავთ, მიღებულ სითხეში ცოტა თაფლი დაამატეთ და დალიეთ.
სამკურნალო ტუხტის ჩაი ეფექტური საშუალებაა. დაამატეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს ეს ბალახი, მოურიეთ და დღეში სამჯერ მიიღეთ.
შემდეგი სიროფიც არანაკლებ ეფექტურია. მის დასამზადებლად ძირტკბილას 45 წვეთი ადუღებულ წყალში ჩაასხით და დალიეთ. ძირტკბილას ფილტვის სპაზმის მოხსნა და ნახველის ამოტანა შეუძლია.
4. თუ ყელი ჩახლეჩილი და დაზიანებული გაქვთ ხშირი ხველისგან, ეცადეთ ფრთხილად და ნელა დაახველოთ, შემდეგ კი კარგად ამოახველოთ, რათა შვება იგრძნოთ.
5. და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საცხოვრებელი ძალიან ხშირად გაანივოთ, სუფთა ჰაერიც კარგი მკურნალია.