"ფეხმძიმედ ვარ მისგან, პატარა ჯულიეტას ველოდები..."- სოფო ნიჟარაძე

დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემაში „შუადღე“ მხოლოდ ქართულზე სასაუბროდ გიორგი გაბუნია და თიკა ფაცაცია მიიწვიეს. წამყვანის შეკითხვას, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჟიურის შემადგენლობაში, გიორგი გაბუნიამ ყველასათვის მოულოდნელი პასუხი გასცა - არ ვიცით იქნება თუ არა სოფო ნიჟარაძე ჭიურიში, ვინაიდან ის ფეხმძიმედ არისო და აქვე დასძინა, რომ მამა თვითონ არაა.

ისეთი დამაჯერებელი იყო „რუსთავი 2“-ის წამყვანი თავის განცხადებაში, ამბის გადასამოწმებლად სოფოს დავუკავშირდით.

სოფოგიორგი გაბუნიამ დღეს „შუადღის“ ეთერში თქვენი ფეხმძიმობის ამბავი გაახმაურა...

- ბატონო?

პირდაპირ ეთერში თქვარომ ფეხმძიმედ ხართ და ამიტომ არ იცისიქნებით თუ არა ლაივებზე ჟიურის წევრი...

- კი, კი, ფეხმძიმედ ვარ მისგან, პატარა ჯულიეტას ველოდები...

არამამობა იქვე უარყო გიორგიმ.

- ააა, უარყო? არის! ეგ არის მამა! გოგოს ველოდებით, ჯულეტა უნდა დავარქვათ… არ არის ნორმალური რაა!. რას გადამეკიდა, რა უნდა?!