იმის გარდა, რომ მოდელები “ვიქტორია სიქრეთის” შოუში მოსახვედრად იბრძვიან, არჩევის შემდეგ, ახალი კონკურსი იწყება.
ვინ გახსნის შოუს? ვინ მოირგებს ბრილიანტების ბიუსტჰალტერს და ვის შეხვდება სვაროვსკის კოსტიუმი?
ამ შემთხვევაში, ცნობილია ვის ერგო ერთ მილიონად შეფასებული ბრილიანტების ბიუსტჰალტერის ტარების პატივი და ის 29 წლის შვედი მოდელი ელსა ჰოსკია. ის ვიქტორია სიკრეტში 2011 წლიდან მონაწილეობს.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბრილიანტის ბიუსტჰალტერია, რაც ჩემს კარიერაში მინახავს და ის ჩემს პიროვნულ სტილსაც იდეალურად ეხამება. მას 90-იანების მუხტიც სდევს და მთლიანათ ბრილიანტებითაა მორთული — სრულყოფილებაა", - თქვა მოდელმა.
ელსა ჰოსკი VS-ს ფავორიტი არაერთხელ გახდა. 2014 წელს ის VS Pink-ის წარმომადგენელი გახდა, 2016-ში მან პარიზში შოუ გახსნა, 2017-ში კი, შანხაის შოუზე, სვაროვსკის კოსტიუმი მოირგო.
ვიქტორია სიქრეთის შოუ 8 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართება, თუმცა მაყურებელი მას 2 დეკემბერს იხილავს.