მეგან მარკლის ბეჭდები მომავალი მემკვიდრის დაბადების თარიღზე მეტყველებს

მეგან მარკლის ბეჭდები მომავალი მემკვიდრის დაბადების თარიღზე მეტყველებს

მეგან მარკლმა ავსტრალიაში ვიზიტის დროს რამდენიმე საინტერესო დეტალით დაგვამახსოვრა თავი, როგორც ბოლო დროს გაირკვა,  მის მიერ შერჩეულმა ბეჭდებმა საზოგადოებას მომავალი მემკვიდრის დაბადების თარიღის შესახებ გარკვეული ინფორმაციის ამოცნობის საშუალება მისცა.

ჰერცოგინია კანადური ბრენდის Ecksand-ის ბეჭდებით გამოჩნდა, რომლებსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

სამივე ბეჭედს განსხვავებული თვალი ამშვენებს და მათ მეგანისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

მწვანე ქრიზოლიტის თვალი ჰერცოგინიის დაბადების დღის სიმბოლოა, მეგანი აგვისტოს თვეშია დაბადებული, რის გამოც ეს მინერალი მის ბედნიერ ქვად არის მიჩნეული. ცისფერი საფირონი - პრინცი ჰარის დაბადების სიმბოლოა (ჰერცოგი სექტემბერშია დაბადებული).

მესამე თვალი -ალმასია და როგორც საკითხში გარკვეული პირები ირწმუნებიან, აპრილის თვეში დაბადებულთა სიმბოლური ქვაა, შესაბამისად, ყველა დარწმუნებულია რომ ჰერცოგინია ამ გადაწყვეტილებას შემთხვევით არ მიიღებდა და მომავალი მემკვიდრე სამეფო ოჯახში სწორედ აპრილში გაჩნდება.