რატომ თქვა უარი ვიქტორია ბექჰემმა Spice Girls-ის ტურნეში მონაწილეობაზე?

რატომ თქვა უარი ვიქტორია ბექჰემმა Spice Girls-ის ტურნეში მონაწილეობაზე?

რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დადასტურდა რომ ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Spice Girls კვლავ ერთიანდება და მომავალ წელს ტურნესაც გამართავს. გოგონათა ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით წარსდგება მსმენელის წინაშე, რადგან ვიქტორია ბექჰემმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„გოგონებისთვის ეს მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან მათ ტურნეს განრიგი გამოაქვეყნეს პირველად მას შემდეგ, რაც 2012 წელს წარვსდექით მსმენელის წინაშე! სამწუხაროდ, მათ ვერ შევუერთდები, მაგრამ Spice Girls-ის წევრობა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, გოგონებს მხიარულ და წარმატებულ ტურნეს ვუსურვებ,დარწმუნებული ვარ რომ მაყურებელს არაჩვეულებრივ შოუს შესთავაზებენ და ძველი თუ დღევანდელი გულშემატკივარი ამით ძალიან ისიამოვნებს“ - დაწერა ვიქტორიამ ინსტაგრამზე.

თუმცა მომავალში ვიქტორიას შესაძლო დაბრუნებას მუსიკალური ინდუსტრიაში არ გამორიცხავს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი Mel B, რომელმაც Loose Women-ში საუბრის დროს მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ვიქტორია ამ ნაბიჯისგან თავს იკავებს.

„ის მთელ დროს საკუთარ ბრენდსა და შვილებს უთმობს, ამიტომ მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა მხოლოდ ამ ეტაპისთვის“ - აღნიშნა მან.