ბრავო, ინგა!

ბრავო, ინგა!

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:

„ორი დღეა, თვალს ვადევნებ ნინი ქარსელაძეზე არნახულ შეტევას. მართლა ფიქრობთ, რომ ნორმალურია ადამიანის ასეთი დაბულინგება? მე ვფიქრობ, რომ საშინელებაა. ყველა ბრძენი როა ამ ქვეყანაზე და ყველა რომ ჭეშმარიტების სახელით ღაღადებს,ერთი თუ მეორე მხრიდან, ამას, კარგა ხანია, მივეჩვიეთ, მაგრამ სრულიად მიუღებელია ჩემთვის ასეთი აგრესია პატარა გოგოზე, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ მისი ნათქვამი. გაოგნებული ვარ, რასაც ვკითხულობ და ვხედავ“, - წერს გრიგოლია.