ილონ მასკი მარსზე გარდაცვალებაზე ალაპარაკდა

ილონ მასკი მარსზე გარდაცვალებაზე ალაპარაკდა

ილონ მასკის განცხადებით ალბათ ნამდვილად ბედის ირონია იქნება თუ ის მარსზე მოკვდება, მაგრამ ამას არ გამორიცხავს, იმიტომ რომ ის რასაც არ მოელი ყველაზე მეტად შეიძლება მოხდეს.

როგორც ცნობილია ილონ მასკი და მისი კოსმოსური კომპანია SpaceX  წითელი პლანეტის კოლონიზებას გეგმავენ. დღევანდელი გადასახედიდან ეს გეგმა ძალიან რეალისტურია, ვიდრე 2002 წელს, როცა მასკმა ეს კომპანია დაარსა. კომპანია ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად პროგრესირებს და ამისთვის მასშტაბურ პროექტზე - მარსამდე მისაღწევ სამგზავრო ხომალდზე  Big Falcon Rocket-ზე - მუშაობს და ამ მიზნით სამუშაოებს სხვადახვა კომპანიებთან და NASA-სთან ვორკშოპებს ატარებენ.

„მოგზაურობა არ იქნება მარტივი“ - ახსენა ილონ მასკმა ერთ-ერთ ინტერვიუში. „პირველი გამგზავრება მარსზე ნამდვილად სახიფათოა. სიკვდილის რისკი ძალიან მაღალი იქნება“ - აცხადებდა ჯერკიდევ 2016 წელს ილონ მასკი და დასძენდა რომ დაისმევა კითხვა - „მზად ხარ სიკვდილისთვის? თუ კი, მაშინ შენ მარსზე გაფრენის კანდიდატი ხარ“.

ამის შემდეგაც მან ღიად დატოვა კითხვა მისი მარსზე გაფრენის შესახებ, თუნდაც ის არ მოხვდეს პირველ ნაკადში.

ახლა კი ჟურნალისტ კარა სვიშერსის პოდკასტში ინტერვიუზე, მან განაცხადა, რომ ჯერ არ იცის იქნება თუ არა ის იმ პირველებს შორის ვინც მარსზე გაფრინდება. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მასთან ბოლო საუბრისას „მას სურდა მარსზე სიკვდილი“, ილონ მასკმა უპასუხა, რომ ეს თუ მოხდა ნამდვილად ბედის ირონია იქნება, თუმცა იქვე დასძინა რომ სწორედ ასეთი რამეები ახდება ხოლმე ცხოვრებაში ყველაზე მეტად, ვიდრე ის რასაც ყველაზე მეტად მოელი.