ვისთან ღალატში ადანაშაულებს რაიან რეინოლდსი მეუღლეს?

ვისთან ღალატში ადანაშაულებს რაიან რეინოლდსი მეუღლეს?

რაიან რეინოლდსისა და ბლეიკ ლაივლის ვარსკვლავური წყვილი ჰოლივუდის ყველაზე სასაცილო და საყვარელი ოჯახის სტატუსს დამსახურებულად ატარებს და ამას რაიანის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული პოსტიც ადასტურებს, რომელშიც მსახიობმა იუმორი კვლავაც არ დაიშურა და მეუღლე მოჩვენებებთან ღალატში "დაადანაშაულა".

საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ქალბატონის შესახებ, რომელიც ირწმუნება რომ ინტიმური კავშირი ჰქონდა 20 მოჩვენებასთან და ამჟამად სულზეა დაქორწინებული.

უცნობ ქალბატონსა და ბლეიქს შორის უჩვეულო ვიზუალური მსგავსება უყურადღებოდ არც რაიანს დაუტოვებია და კიდევ ერთი ხუმრობით დაგვამახსორა თავი. მან პოსტი გააზიარა და აღწერაში მიუთითა - „ამას ასე უნდა ვიგებდე?“.

წყვილის მორიგმა ხუმრობამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გაახალისა.