ცნობილი მამაკაცები, რომლებმაც ასაკით უფროს ქალბატონებზე იქორწინეს

ცნობილი მამაკაცები, რომლებმაც ასაკით უფროს ქალბატონებზე იქორწინეს

თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით ხშირია შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა მათ წარმატებულ ქორწინებას ხელს არ უშლის, როგორც აღმოჩნდა, უამრავი ცნობილი მამაკაცის რჩეული გამხდარა ასაკით გაცილებით უფროსი ქალბატონი, გადავხედოთ იმ მამაკაცების სიას, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ.

1. ეშტონ კატჩერი - მსახიობმა პირველად 2005 წელს, 27 წლის ასაკში იქორწინა და მისი რჩეული 43 წლის დემი მური გახდა. წყვილი 2013 წელს დაშორდა.

2. ჰიუ ჯეკმენი - მსახიობმა 1996 წელს, 28 წლის ასაკში იქორწინა დებორა-ლი ფერნესზე, რომელიც მაშინ 41 წლის გახლდათ. ორივე მათგანისთვის ეს ქორწინება ერთადერთია.

3.პრინცი ჰარი - სასექსის ჰერცოგინია მეუღლეზე 3 წლით უმცროსია.

4.გაი რიჩი- ინგლისელმა სცენარისტმა 2000 წელს მადონაზე იქორწინა, რომელიც მასზე ათი წლით არის უფროსი. წყვილი ამჟამად გაშორებულია.

5. ნიკ ქენონი - ნიკ ქენონმა და მერაია ქერიმ 2008 წელს იქორწინეს, როცა ნიკი 28-ის, მერაია კი 40 წლის იყო. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა.