U2 ყველაზე შემოსავლიანია

U2 ყველაზე შემოსავლიანია

რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემა “Billboard”-მა გამოაქვეყნა 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მაისამდე მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსების ჩამონათვალი. მხედველობაში მიიღებოდა საგასტროლო ტურნეების დროს გამომუშავებული თანხის რაოდენობა.

 

ამ ნუსხის პირველ საფეხურზე ირლანდიური ჯგუფი “U2” აღმოჩნდა. მუსიკოსებმა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 23 კონცერტი ჩაატარეს, რომლებსაც 1.6 მილიონი ადამიანი დაესწრო. ჯგუფის შემოსავალმა 174.8 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

მეორე საფეხურზე ლეგენდარული ჯგუფი “Pink Floyd”-ის ყოფილი წევრი როჯერ უოტერსი გავიდა. უოტერსმა დროის იგივე მონაკვეთში 69 კონცერტი გამართა და 114.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

ყველაზე შემოსავლიანი ჯგუფების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. U2 (174.4 მლნ დოლარი)

 

2. როჯერ ტეილორი (114.4 მლნ დოლარი)

 

3. Bon Jovi (107.4 მლნ დოლარი)

 

4. ლედი გაგა (71.9 მლნ დოლარი)

 

5. აშერი (70.1 მლნ დოლარი)

 

6. Eagles (49 მლნ დოლარი)

 

7. ანდრე რიე (46 მლნ დოლარი)

 

8. მაიკლ ბუბლე (36.8 მლნ დოლარი)

 

9. კენი ჩესნი (25 მლნ დოლარი)

 

10. Iron Maiden (22.8 მლნ დოლარი)