ჯესიკა ალბას ახალი როლი

ჯესიკა ალბას ახალი როლი

ცნობილმა კინორეჟისორმა რობერტ როდრიგესმა ახალი მხატვრული ფილმის გადაღება დაასრულა. მისი სახელწოდებაა “ჯაშუშთა შვილები 4: არმაგედონი” და წარმოადგენს თავის დროზე პოპულარული სერიალის გაგრძელებას.

 

ამ სურათში ერთ-ერთ მთავარ როლს პოპულარული ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ალბა ასრულებს. მას ფილმში პარტნიორობას ანტონიო ბანდერასი, ალექს ვეგა და დერილ საბარა უწევენ. ეს მსახიობები ფილმში იმავე გმირებს ითამაშებენ, ოღონდ ცხადია, ბავშვები უკვე გაიზარდნენ.

 

ჯაშუშ ჯესიკა ალბას პატარა გოგონა ჰყავს, თანაც უკვე მოზრდილი და-ძმის დედინაცვალიცაა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით მოზარდებს გაჯაშუშება მოუწევთ დედინაცვლისა და მამის გადასარჩენად მთავარი ბოროტმოქმედის კლანჭებიდან.

 

მხატვრული სურათი “ჯაშუშთა შვილები 4: არმაგედონი” ჯესიკა ალბასა და რობერტ როდრიგესის მესამე ერთობლივი ნამუშევარი იქნება, “ცოდვილთა ქალაქისა” და “მაჩეტეს” შემდეგ.