ბილ ფრიზელის ახალი პროექტი

ბილ ფრიზელის ახალი პროექტი

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ჯაზმენმა, გიტარისტმა და კომპოზიტორმა ბილ ფრიზელმა კვინტეტი შეკრიბა და ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო. ამ კვინტეტის შემადგენლობაში შედიან: მევიოლინე ჯენი შეინმანი, ბასისტი ტონი შერი, გიტარისტი გრეგ ლეიში, მედოლე კენი ვოლესანი და თავად ბილ ფრიზელი.

 

ახალ ალბომში წარმოდგენილი იქნება ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles”-ისა და ჯონ ლენონის სოლო ალბომებში შესული კომპოზიციების ე.წ. ქოუვერ ვერსიები.

 

ბილ ფრიზელმა ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ჯგუფის თაყვანისმცემელი 13 წლის ასაკიდან შეიქმნა. ამ ალბომის ჩაწერის იდეა კი რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა.

 

ბილ ფრიზელის ახალი ალბომის სახელწოდებაა “All We Are Saying”. მისი ჩაწერა სტუდია “Fantasy”-ში განხორციელდება. ეს ნამუშევარი დღის სინათლეს მიმდინარე წლის 27 სექტემბერს იხილავს.

 

ალბომში “All We Are Saying” შემდეგი კომპოზიციები იქნება წაარმოდგენილი.

 

1. Across the Universe

 

2. Revolution

 

3. Nowhere Man

 

4. Imagine

 

5. Please please Me

 

6. You've Got to Hide Your Love Away

 

7. Hold On

 

8. In My Life

 

9. Come Together

 

10. Julia

 

11. Woman

 

12. No I Dream

 

13. Love

 

14. Beautiful Boy

 

15. Mother

 

16. Give Peace a Chance