ჯგუფი “Manic Street Preachers” საიუბილეო ალბომზე მუშაობს

ჯგუფი “Manic Street Preachers” საიუბილეო ალბომზე მუშაობს

უელსური როკ ჯგუფი “Manic Street Preachers”-ის წევრები ამ დღეებში სტუდიაში განმარტოვდნენ და ახალ ალბომზე მუშაობას შეუდგნენ. ეს ნამუშევარი გაყიდვაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა. მისი სახელწოდებაა “National Treasures - The Complete Singles”. მასში შესული იქნება ჯგუფის წინა ათ ალბომში შესული საუკეთესო 38 კომპოზიცია.

 

მიმდინარე წლის შემოდგომაზე სრულდება ოცი წელი მას შემდეგ, რაც ჯგუფმა პირველი სინგლი “Motown Junk” ჩაწერა. 1991 წლის ოქტომბერში ამ კომპოზიციამ ბრიტანულ ჰიტ-პარადებში 94-ე ადგილი დაიკავა.

 

როკ ჯგუფი “Manic Street Preachers” უელსის მეშახტეთა პატარა დასახლება ბლეკვუდში 1986 წელს ჩამოყალიბდა. მას თავდაპირველად “Betty Blue” ეწოდებოდა.

 

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ჯეიმს დინ ბრედფილდი, ნიკი უარი და შონ მური.

 

თავდაპირველად ჯგუფის წევრები პანკ როკით იყვნენ გატაცებულები, შემდეგ გემოვნება შეეცვალათ და როკზე გადავიდნენ.

 

მუსიკალური კარიერის განმავლობაში “Manic Street Preachers”-ს ათი ალბომი აქვს ჩაწერილი.

 

პირველი “Generation Terrorist” მსმენელმა 1992 წელს მიიღო, ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Postcards from a Young Man” გაყიდვაში 2010 წლის გაზაფხულზე გამოვიდა.