სტინგი ახალ ალბომს გამოუშვებს

სტინგი ახალ ალბომს გამოუშვებს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი სტინგი უახლოეს მომავალში ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელშიც მუსიკოსის 25 წლიანი სოლო კარიერის დროს ჩაწერილი საუკეთესო კომპოზიციები შევა.

 

ამ კრებულში 45 სიმღერა განთავსდება და სამი კომპაქტ დისკის სახით გამოვა. ამის გარდა დღის სინათლეს იხილავს DVD დისკიც, რომელზეც მოთავსებული იქნება მომღერლის კონცერტებზე გადაღებული ვიდეომასალა.ყოველივე ამას თან დაერთვება პატარა ბროშურაც, სადაც კომპოზიციების ტექსტები და მუსიკოსის პირადი არქივიდან აღებული ფოტოსურათები იქნება განთავსებული.

 

იმ კომპოზიციებს შორის, რომლებიც ახალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, შევხვდებით ისეთ პოპულარულ სიმღერებს როგორებიც არიან: “Brand New Day”, “The Soul Cages”, “If I Ever Lose My Faith In You” და “Whenever I Stay Your Name”.

 

ამ ახალ ალბომს ლეიბლები “Cherrytree” და “A $ M Records” გამოუშვებენ. ეს ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გამოვა.

 

სტინგის პირველმა სოლო ალბომმა “The Dream of the Blue Turtles” დღის სინათლე 1985 წელს იხილა. მანამდე მუსიკოსი პოპულარულ ჯგუფ “The Police”-ში გამოდიოდა.

 

სოლო კარიერის განმავლობაში ბრიტანელმა მომღერალმა ცხრა ალბომი ჩაწერა. ამათგან უკანასკნელი “Symphonicities” 2010 წლის ზაფხულში გამოვიდა.