დევიდ ბექჰემი პრინცი ჰარის გზას იმეორებს

დევიდ ბექჰემი პრინცი ჰარის გზას იმეორებს

ბექჰემების ვარსკვლავური ოჯახი ამჟამად ავსტრალიაში იმყოფება, დევიდი და ვიქტორია ქვეყანაში პრინცი ჰარის მიერ ორგანიზებულ Invictus Games-ის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ, თუმცა დრო გართობისთვისაც გამონახეს. დევიდმა ორ შვილთან - რომეოსთან და კრუზთან ერთად  პრინცი ჰარის წინა კვირის გზა გაიარა და  სიდნეის ჰარბორის ხიდს ესტუმრა.

ავსტრალიაში ოჯახი უამრავი საგარეო აქტივობით დაკავდა და მათ შორისაა სწორედ აღნიშნული ხიდის სტრუქტურაზე ცოცვაც.

ყოფილმა ფეხბურთელმა მოგვიანებით ინსტაგრამზე შვილებთან ერთად გადაღებული კადრიც გააზიარა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემს ბიჭებთან ერთად შევძელი ჰარბორის ხიდზე ასვლა შევძელი, ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნა“ - დაწერა დევიდმა.

ოჯახის ვიზიტამდე ხუთი დღით ადრე ადგილს ჰარიც სტუმრობდა, რომელმაც სახიფათო ასვლა ორსული მეუღლის გარეშე, სანდო პირების თანხლებით გადაწყვიტა.

სანამ დევიდი და ბიჭები სახიფათო ტურზე იყო, ვიქტორია ბექჰემმა თავისუფალი დრო ჰარპერთან ერთად გაატარა და ინსტაგრამზე შვილთან ერთად გადაღებული კადრიც გამოაქვეყნა.