ცალსახაა, ალეკო ელისაშვილმა აღიარა რეალურად, რომ არანაირი ადგილი არ ჰქონია არჩევნების გაყალბებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედური საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
დავით მათიკაშვილის თქმითვე, ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც თვითონაც იღებდნენ მონაწილეობას.
„ის აღიარება, რომ თვითონვე ჰქონდათ ვარაუდი, ვერ მოვდებოდნენ საქართველოს პარლამენტში არჩევნების შემდეგ, ნიშნავს იმას, რომ მათ იცოდნენ რეალურად რა მხარდაჭერა ჰქონდათ საზოგადოებისგან და ის შედეგი მიიღეს არჩევნების ფონზე, რასაც ელოდნენ.
რეალურად, ისინი აღიარებენ, რომ არანაირ გაყალბებას არ ჰქონია ადგილი და აღიარებენ, რომ რეალურად მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.