გასულ კვირას არიანა გრანდე და პიტ დევიდსონი დაშორდნენ, წყვილმა, რომელიც გასულ თვეში დაინიშნა და უახლოეს მომავალში ქორწილს გეგმავდა, მოულოდნელად ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა.
კომიკოსმა, რომელიც Saturday Night-ის ქასთის წევრია, გასულ დღეებში, პირველად ისაუბრა დაშორების შესახებ და კომენტარიც გააკეთა.
„როგორც მიხვდით, არ ვისურვებდი ასე მომხდარიყო, ძალიან ბევრი რამ ხდება მოკლე დროში. ვინმეს თავისუფალი ოთახი ხომ არ გაქვთ? მეწყვილეს ვეძებ“ - იხუმრა მან.
დევიდსონის ეს ხუმრობა იმ საცხოვრებელს ეხება, რომელშიც არიანა გრანდესთან ერთად ცხოვრობდა.
სახლი ნიუ-იორკში მდებარეობდა და მისი ღირებულება 16 მილიონი დოლარია.