სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სხვის ცილისწამებას, სხვის შეურაცხყოფას, სხვისი ცხოვრების გაუბედურებას, სხვაზე ისეთი რამეების დაბრალებას, რაზეც მერე ამ სხვას თავის მართლება უწევს, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი კალანდიამ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ საუბრისას.
მისი შეფასებით, საჭიროა, ეს ყველაფერი კანონით დარეგულირდეს.
„სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სხვის ცილისწამებას, სხვის შეურაცხყოფას, სხვისი ცხოვრების გაუბედურებას, სხვაზე ისეთი რამეების დაბრალებას, რაზეც მერე ამ სხვას თავის მართლება უწევს. ქართველებს გვაქვს ბრწყინვალე ლიტერატურული ძეგლი „ენით დაკოდილი“ - ამაზე დიდი უბედურება საქართველოში არ არსებობდა, როდესაც სიტყვით შეიძლებოდა, ადამიანი მოეკლათ. ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონით დარეგულირებული და დარწმუნებული ვარ, თუ საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ძალიან სჭირდება ქვეყანას, ახლა გაჩნდა, ამ ყველაფერს დაარეგულირებს და მეტ-ნაკლებად მოაქცევს იმ კანონიერ ჩარჩოში, რომელიც საზოგადოებას სჭირდება უპირველეს ყოვლისა”, - განაცხადა გიორგიო კალანდიამ.
აღნიშნულ თემაზე საზოგადოება „ქართულმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს”.
ვინაა ეს? მეცოცხეები, გიგაურები და მელაძე-სანაიები დაქირავებული ჭანჭიკებია... ფული უცხოეთიდან მოდის! რა უნდათ მათ? რატომ გვარყევენ?
თუ უნდათ ისე ვიყოთ, როგორც ახალი კალედონია, საფრანგეთის გვიანა და სხვა, ანუ კოლონია, ეს უნდა მკაფიოდ დაიდოს! გასაგებია, რომ ის ჟურნალისტები, ის ასოები და მეცოცხეები ამას ვერ ხვდებიან (ან ფულს არჩევენ ზნეობას) მაგრამ მიდგომა, გამოვლენა უნდა იყოს შეუვალი და საზოგადოება მთლიანად (ის ნაწილიც, ვინსაც დღეს ცოცხი უჭირავს და ჰგონია ხმალი უჭირავს ქვეყნის დასაცავად) მიხვდება ყველაფერს, სახელი დაერქმევა ყველაფერს ... და საზოგადოება დამოკიდებულებით გადაწყვეტს რა უნდა! იღონდ ამას (ვიმეორებ) უნდა შესისხლხორცება და მკაფიო პოზიცია