პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სულ რამდენიმე კვირაა რაც დაქორწინდნენ, თუმცა ყოფილ მსახიობი, როგორც ჩანს, დიდი ხანია ფიქრობს შვილის ყოლაზე და მეტიც, სპეციალური საჩუქარიც კი აქვს მომავალი ქალიშვილისთვის მომზადებული.
2015 წელს მეგანმა გაამხილა რომ Cartier Tank Francaise-ის განსაკუთრებულ საათს ფლობს, რომელიც მან მაშინ შეიძინა, როცა სერიალ შუიტ-ში დაამტკიცეს როლზე. საათის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მეგანმა მის უკანა მხარეს ამოტვიფრა საკუთარი ინიციალები To M.M. From M.M. და გადაწყვიტა, რომ მას ერთ დღესაც საკუთარ ქალიშვილს უსახსოვრებდა.
ჯერჯერობით სამეფო ოჯახში ახალი წევრის მატებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მეგანმა ჯერ კიდევ ნიშნობის შემდეგ, ჰარისთან ერთად ჩრდილოეთ ირლანდიაში ინოვაციური საბავშვო ნაწარმის დათვალიერებისას აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მათ აუცილებლად დასჭირდებოდათ.