შავ ზღვაში მსოფლიოში ყველაზე ძველი ხელუხლებელი გემი იპოვეს

შავ ზღვაში მსოფლიოში ყველაზე ძველი ხელუხლებელი გემი იპოვეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა შავ ზღვაში მსოფლიოში ყველაზე ძველი ხელუხლებელი ბერძნული გემი აღმოაჩინეს. როგორც გამოცემა The Times-ი წერს, გემი დაახლოებით 2400 წელია ზღვის ფსკერზე იყო. 23 მეტრის სიგრძის ხომალდის ნარჩენები ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 80 კილომეტრში იპოვეს. აღნიშნული იმის დასტურია თუ რამდენად შორს მიდიოდნენ ძველი ბერძენი ვაჭრები.

უძველესი გემის ნაწილებს შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიური პროექტის მეცნიერებმა  მიაკვლიეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მეცნიერებმა შავ ზღვაში 67 ჩაძირული გემი იპოვეს. მათ შორისაა ძველი რომაელების სავაჭრო გემი, რომელიც ძვ. წელთაღრიცხვით 200 წლით თარიღდება, ასევე იპოვეს ბიზანტიის იმპერიის დროინდელი გემი და ოსმალეთის იმპერიის დროინდელი რამდენიმე ხომალდი.