რუსმა ჟურნალისტმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს და თბილისის მერ კახა კალაძის შესახებ წერს.
„ორშაბათის იდეალური დასაწყისი - ლამაზ კაცთან ერთად. ჩვენ ყველანი აღფრთოვანებით ვათვალიერებთ თბილისის მერის კახა კალაძის და კანადის პრემიერის ჯასტინ ტრიუდოს „ინსტაგრამებს“, თუმცა რუსეთს თავისი სექსი-ჩინოსნები ჰყავს“,- წერს სობჩაკი.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ ქსენია სობჩაკი საქართველოში იმყოფებოდა. ის ლოპოტაზე ისვენებდა, მოილოცა ქართული ტაძრები და საკუთარი შთაბეჭდილებები ინსტაგრამის მიმდევრებსაც გაუზიარა.
რას უკავშირდებოდა მისი სტუმრობა კახეთში უცნობია.