"სასაცილოა ეს ყველაფერი" – სოფია ნიჟარაძე თამრიკო ჭოხონელიძის "რუსთავი 2"–ში დასაქმებას ეხმაურება

კვირას „რუსთვი 2“-ის გადაცემას „დილა უქმეებზე“ ახალი მუსიკალური რუბრიკა დაემატა. მას მუსიკოსი თამარ ჭოხონელიძე უძღვება.

მომღერალი ერთი სიმღერის ისტორიას უამბობს მაყურებელს სტუმართან ერთად. შემდეგ აღნიშნული სიმღერა ამავე გადაცემაში ცოცხლად შესრულდება.

სწორედ ეს რუბრიკა დააანონსა გადაცემის პროდიუსერმა, ოთარ ქირიამ თავის ფეისბუქგვერდზე, რასაც მალევე სოფო ნიჟარაძის კომენტარი მოჰყვა - „ნუ, ცოტა ძაან სასაცილოა ეს ყველაფერი“, - წერს სოფო პოსტის ქვეშ.