ორიგინალური, მარტივი და ეფექტური ხერხები, იმისთვის, რომ მაკიაჟი მოდური, ლამაზი და სწრაფად გასაკეთებელი იყოს.
ფანქარი ლაინერად აქციეთ
თუ ჩვეულებრივი თვალის ფანქარი კარგად არ ხატავს, მისი წვერი ცეცხლით მოწვით.
ჩრდილები მკაფიო და უფრო ნათელი გახადეთ
სანამ, თვალის მაკიაჟს მოიხატავთ, ჯერ თეთრი ფერის ფანქარი ან ლაინერი წაისვით, რათა მასზე დატანილი კონტურები და ჩრდილები უფრო მკაფიო გახდეს
თვალის კონტურების სწრაფად დახატვის ხერხი
თუ ხელით დახატვა ხშირად არ გამოგდით, გამოიყენეთ ჩიას კოვზი - ხაზისთვის ტარი გამოიყენეთ, ხოლო დასრულებისთვის ოვალი.
წაისვით ტუში ნაკვალევის გარეშე
კოვზის გამოყენების კიდევ ერთი ეფექტური ხერხი
შეინარჩუნეთ ტუჩსაცხი დიდხანს
ტუჩსაცხის წასმის შემდეგ, ტუჩებზე თხელი ხელსახოცი მიიკარით (თუ ის 3 ნაწილისგან შედგება, გააცალკევეთ და მხოლოდ 1 ფენა გამოიყენეთ) და ფხვნილიანი ფუნჯი გადაისვით
შესძინე ტუჩებს სექსუალურობა
ფანქრით ზედა ტუჩზე X-ის ფორმა დაიხატეთ და ტუჩსაცხი შემდეგ წაისვით. ტუჩის ჩაღრმავება გაცილებით შესამჩნევი გახდება.
გააკეთე პირადი ტუჩსაცხი
ვაზელინს დაუმატეთ თვალის ჩრდილი (ფხვნილის სახით) და თქვენს ექსკლუზიურ, პერსონალურ ტონალობას მიიღებთ.
გაუხანგრძლივეთ ცხოვრება ტუშს
დაუმატეთ მას ხელოვნური ცრემლები ან ნებისმიერი თვალის წვეთები და ის უფრო დიდხანს გაგიძლებთ.
სწორი ჩრდილები
თვალის ქუთუთოზე ჰეშთეგის ნიშანი დაიხატეთ და გაცრიცეთ.