ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერს შორის ბოლო დროს არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი გამოცემა წერს. ცოტა ხნის წინ, წყვილი ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს, როცა საკმაოდ არასასიამოვნო ვითარებაში იმყოფებოდნენ და მხილველების ცნობით, წყვილს საკმაოდ რთული კრიზისის პირისპირაა.
ცოტა ხნის წინ კინოს მოყვარულებს კიდევ ერთი მუსიკალური დრამის Star is Born-ის ხილვის შესაძლებლობა მიეცათ, რომელშიც მთავარ როლებს ბრედლი კუპერი და ლედი გაგა ასრულებენ.
როგორც ტაბლოიდი იუწყება, კინოროლმა ბრედლი მომღერალთან საკმაოდ დააახლოვა და მათ ურთიერთობას მეგობრული ფლირტიც უწოდა, რამაც შესაძლოა ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერს შორის დაძაბულობა წარმოშვა.
წარმოშობით რუსი სუპერმოდელი ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას მეგობრულმა კოცნამაც გააღიზიანა, როცა მსახიობები ფილმის ლონდონურ პრემიერაზე გამოცნდა.
„ეს ერთგვარი გამოწვევაა ირინა შეიკისთვის“ - აღნიშნულია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია თანამედროვე ჰოლივუდურ სამყაროში, წყვილს საერთო შვილი - ლეაც ჰყავს, რომელთან ერთადაც ისინი ხშირად ჩნდებიან საზოგადოებაში.