კანადის დასავლეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კანადის დასავლეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კანადის დასავლეთ სანაპიროსთან 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 01:39 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კუნძულ ვანკუვერიდან 260,4 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი - 11 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

შესაძლო ნგრევისა ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, ცუნამის საშიშროება არ არის.