"ზის ციხეში და იქიდან გვივლის... ამიტომ სანამ გამოვა..."

ნინო დარასელი დედაზე, "ცენრტ პოინტის" ერთ-ერთ დამაარსებელ რუსუდან კერვალიშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დედიკო, ლადოს მიულოცე? ლანას დაბადების დღეა, მიუტანე ყვავილები? ირინას ჯანმრთელობა მოიკითხე? მანანას შეეხმიანე? წამალი დალიე?

ცუდ ხასიათზე ხომ არ ხარ? რამე ხომ არ გტკივა? ფული გყოფნის? გაერთე? კარგად უმასპინძლე? ხომ არ დაიღალე? რატომ გაქვს ნაღვლიანი ხმა? გამოგიგზავნე. გაგიკეთე. გაგიგე...

ზის ციხეში და იქიდან გვივლის, ზრუნავს, დარდობს, მეხმარება, გვეხმარება, გვირჩევს. არც კი მაძლევს დარდის შანსს, არც თავზე წერის უფლებას.

ამ ერთხელ უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მსგავსი სიძლიერის და სიკეთის ადამიანი ძალიან ცოტა შემხვედრია. რომ გაიგოს ახლაც, რამე დავწერე და ზედმეტად შევახსენე ვინმეს მისი თავი, ძალიან ეწყინება. ამიტომ სანამ გამოვა იყოს და მერე წავშლი. იმედია მალე მომიწევს.