აზერბაიჯანელი კომპოზიტორი ჯავანშირ გულიევი მუსიკოს დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს და თავის Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. პოსტზე მიბმულია გულიევისა და ხუჯაძის სიმღერები.
გულიევი ამბობს, რომ დათო ხუჯაძემ მისი სიმღერიდან "YARIM GİLƏ" მელოდია მოიპარა და თავის ერთ-ერთ სიმღერაში გამოიყენა.
აზერბაიჯანელი კომპოზიტორის თქმით, მან ეს სიმღერა 1991 წელს, რეჟისორ რამიზმირზოევის შვილის ქორწინების საპატივსაცემოდ დაწერა.
"იმედი მაქვს, რომ ადამიანს, რომელიც ამ სიმღერის ავტორობის პრეტენდენტია, აქვს ღირსება, რომელიც ქართველ ხალხს ყველასგან გამოარჩევს და ამ ორი ვიდეოს ნახვის შემდეგ, სულ მცირე
გაიაზრებს თავის "ქურდობას" და ბოდიშს მოიხდის", - წერს ჯავანშირ გულიევი Facebook-ზე.