ავსტრალიაში ტურის მეშვიდე დღეს, სასექსის ჰერცოგინიამ გადაწყვიტა გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, ცოტა ხნით შეესვენა და პრინცი ჰარი ქვისნლენდს მეუღლის გარეშე ესტუმრა. ადგილზე ჰერცოგის სანახავად უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.
შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა მხარდამჭერმა გოგონამ ხმამაღლა გამოთქვა მოსაზრება, რომ პრინცი ჰარი რეალურ ცხოვრებაში გაცილებით უკეთ გამოიყურება.
პრინცმა ჰარიმ ეს ნათქვამი უყურადღებოდ არ დატოვა და გოგონას შემდეგი ფრაზით მიმართა - „ამას კომპლიმენტად მივიღებ!“
პრინცმა ჰარიმ, მოგვიანებით, ადგილობრივებთან ერთად ე.წ. წმინდა ტყეშიც გაისეირნა და მეუღლის გარეშეც შეძლო რომ დრო არაჩვეულებრივად გაეტარებინა.