რეპერმა T.I- რამდენიმე დღის წინ ახალი ალბომის “Dime Trap” პრომო გამოუშვა, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
სიმღერა, რომლის პრომოც ქსელში გავრცელდა, T.I-მ კენი ვესტს მიუძღვნა და მისი სახელია - “მე არ ვარ კენი”.
T.I-ს განცხადებით, ამ კლიპით სურს, მან საზოგადოებამ დაინახოს როგორი განსხვავებაა მასსა და კენი ვესტს შორის, რომელიც დონალდ ტრამპის მეგობარია.
საზოგადოების აღშფოთების მიზეზი ბუნებრივია ეს არ გამხდარა, ხალხი შოკში კლიპის კადრებმა ჩააგდო, ვიდეორგოლში ჩანს მელანია ტრამპის შიშველი პროტოტიპი.
აშშ-ს პირველი ლედი როლს კლიპში მსახიობი მელანი მარდერ თამაშობს. მისი თქმით, ვიდეორგოლის გამოჩენის შემდეგ, მას სიკვდილით ემუქრებიან და მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
ვიდეორგოლთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის პრეს-ატაშემ სტეფანი გრიშემმა და კლიპს ბოიკოტი გამოუცხადა.
„მოგწონთ თუ არა ეს თქვენ, ის პირველი ლედია“ - ასეთი კომენტარი გააკეთა მან „სიენენთან“.