ცნობილი ქართველი, ვეტერანი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიანა ესატიაა.
ირაკლი ლაბაძემ და მარიანამ გრანდიოზული ქორწილი რესტორან „გუჯარში“ გადაიხადეს. სადაც სტუმრად არაერთი ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ლელა წურწუმია, მამულიჩა, შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე.
ჩოგბურთელი მამულიჩას და შორენა ბეგაშვილის ქმრის ირაკლი ნანაძის უახლოესი მეგობარია.
ირაკლი ლაბაძეს სიმღერით მიულოცეს დაქორწინება ქართველმა მომღერლებმა.
საქორწინო ღონისძიების ორგანიზატორი დიჯეი რემბოს კუთვნილი კომპანია „რემბო ივენთს“ გახლდათ.
ირაკლი ლაბაძე 42 წლის არის, 1998 წელს, იგი უიმბლდონისახალგაზრდული ტურნირის ერთეულთა ფინალში
გავიდა, სადაც მსოფლიოს მომავალ პირველ ჩოგანთან და უიმბლდონის 8-გზის გამარჯვებულთან – შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან ორ სეტში დამარცხდა.
ირაკლი ლაბაძე თბილისში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, წლების წინ მას არაერთ ცნობილ მანდილოსანთან აწყვილებდნენ, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ყველასთვის უცნობ გოგონაზე შეაჩერა.