რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ფინანსურ-ეკონომიკური სამსახურის 100 წლის იუბილეზე, გამოაქვეყნეს პეტრე პირველის დროიდან მოყოლებული სამხედროების ხელფასები და პრემიები.
პირველად გახდა ხელმისაწვდომი ასევე დიდი სამამულო ომის დროს სამხედრო სამსახურისთვის დახარჯული თანხები.
უწყებამ მეორე მსოფლიო ომის პირველ თვეში წითელი არმიის დანახარჯებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. კერძოდ, არასრული მონაცემებით, 16-დან 8 ფრონტმა დატოვა სსრკ-ს სახელმწიფო ბანკში, მოწინააღმდეგის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე 41 მილიონი რუბლი (1,690,745 ლარი დღეს) და კიდევ 44,7 მილიონი რუბლი ან დაიწვა, ან დამარხეს ფინანსისტებთან ერთად.
იოსებ სტალინის თავდაცვის ბრძანებების მიხედვით, თითოეული აფეთქებული ტანკისთვის, იარაღის მეთაურს და მზვერავს 500 რუბლი ეკუთვნოდა, ხოლო ტანკის ჯგუფის დანარჩენ წევრებს 200 რუბლი. 1941 წლის 8 აგვისტოს, ბერლინის დაბომბვისთვის ყველას 2 ათასი რუბლი გამოუწერეს.
გამოქვეყნდა ასევე 1943 წლის იანვრისთვის პოლკოვნიკი ვასილი სტალინისთვის გამოყოფილი თანხა. ერთი თვისთვის მან 5095 რუბლი (209 ლარი დღეს) აიღო და უწყებაში ხელი მოაწერა.