33 წლის მსახიობი და ჟურნალისტი თაკო ცქვიტინიძე პირად ცხოვრებაზე წლებია აღარ საუბრობს. ის უკვე სამი წელია დაშორდა მეორე ქმარს, მსახიობ ნიკა კუჭავას, რომელთანაც 8 წლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებდა, თუმცა ამ ამბავს აქამდე საიდუმლოდ მალავდა.
თაკო, ბევრმა არ იცის რომ შენ და ნიკა კუჭავა დაშორდით, თქვენი 6 წლიანი ოჯახური თანაცხოვრება დასრულდა. რატომ მალავ ამ ამბავს?
- არაფერს ვმალავ. უბრალოდ არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი, ბევრმა არ იცის, რომ დავშორდით და ჭორი ჰგონია. არც მე ვსაუბრობ ამ თემაზე. მე და ნიკა ორი წელი შეყვარებულები ვიყავით, ექვსი წელი კი ცოლ-ქმარი და სამი წელია დავშორდით.
უბრალოდ მივხვდით, რომ რაღაც-რაღაცეები შეიცვალა, ერთმანეთს ისე ვეღარ ვუგებდით, ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და კონფლიქტის გარეშე დავშორდით.
ჩემი ცხოვრება ჩემი გადასაწყვეტია და ვერავინ ჩაერევა. მე და ნიკას დღეს ცივილური ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ. სულ ვამბობ, ცხოვრებამ ვერ დამამარცხა და პირად ცხოვრებაში ჯერჯეობით არ გამიმართლა-მეთქი.