ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ოფიციალურად დაქორწინდა. ფარცხალაძის მეუღლე ეკა ჩხიკვიშვილია. წყვილი უკვე ერთი წელია ერთადაა, თუმცა ქორწილი ცოტა ხნის წინ გადაიხადეს.
ეს ფარცხალაძისთვის მეორე ქორწინებაა. პირველ მეუღლესთან მას მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.
როგორც ქორწილის ფოტოდანაც ირკვევა, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა გახლდათ.
ციურიხი, შვეიცარია
როგორ ცნობილია, გიორგი რამიშვილი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია საქართველოში. სააკაშვილის ხელისუფლები მოსვლის შემდეგ ის დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და „ზარალა“ გახდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. იგი აქტიურად მონაწილეობდა სამთავრობო პროექტებში, მათ შორის ბათუმის ტრამპთაუერის პროექტშიც.
მთავრობის ცვლილების შემდეგ „ზარალა“ დაუახლოვდა "ქართულ ოცნებასაც", გახდა პარტიის დამფინანსებელი და მონაწილეობდა ასევე მათ პროექტებში.