U2-მა ემი ვაინჰაუსს კომპოზიცია მიუძღვნა

U2-მა ემი ვაინჰაუსს კომპოზიცია მიუძღვნა

ცნობილი ირლანდიური ჯგუფი “U2” ამ დღეებში აშშ-ში იმყოფება და საგასტროლო ტურნეს ატარებს. 23 ივლისის საღამოს მუსიკოსებმა კონცერტი ქალაქ მინეაპოლისში ჩაატარეს.

 

კონცერტის მიმდინარეობისას “U2”-მა კომპოზიცია “Stuck In A Moment You Can't Get Out Of” ბრიტანელი მომღერალი ემი ვაინჰაუსის ხსოვნას მიუძღვნა. ბონომ და მისმა კოლეგებმა ვაინჰაუსის გარდაცვალების ამბავი სცენაზე ასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყვეს.

 

ზემოთ დასახელებული მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც 2001 წელს დაიწერა, ავსტრალიური ჯგუფი “INXS”-ის ვოკალისტ მაიკ ჰატჩენსონს ეძღვნებოდა. მან 1997 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

მინეაპოლისის კონცერტის დროს “U2”-მა ტრადიცია დაარღვია და ამჯერად ეს კომპოზიცია ბრიტანელ მომღერალს მიუძღვნა.

 

ირლანდიური ჯგუფის გარდა, ემი ვაინჰაუსს ამ დღეებში სიმღერები მიუძღვნეს ლილი ალენმა, ჯესი ჯეიმ და ბოი ჯორჯმა

 

საინტერესოა, რომ “U2”-მა 14 ივლისს, აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში კონცერტი ჩაატარა და მისი მიმდინარეობის დროს ცნობილ სამართალდამცველს, სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტ  ნელსონ მანდელას დაბადების დღე პერსონალურად მიულოცა.

 

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ემი ვაინჰაუსი 23 ივლისს გარდაიცვალა.

 

27 წლის მუსიკოსი ჩრდილოეთ ლონდონის უბან კემდენში მდებარე საკუთარ სახლში იპოვეს. ემი ვაინჰაუზის სიკვდილის მიზეზი უცნობია. ამ თემაზე ექიმები მუშაობენ და მათი ვერდიქტი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

საიდუმლოს არ წარმოადგენდა რომ ემი ვაინჰაუსი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან.