"სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან..."

ყოფილი პროკურორი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს თანხა აქვს აღებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის, ბიზნესმენ გია უდესიანისა და ბიზნესმენ ვანო ნაკაიძისგან, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ჯ-ს ბიძაა. 

"წესით ერთი წელიც არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ,რომ სარალიძე აწვებათ... სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან, ეს გა...ი, ნაცებმა ბოლომდე მიაბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ.  ვინ აღარ იყო, გვარამისთან უნდოდათ კონტაქტი. შემომითვალეს მირზამ "კუში" თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო. შენ ხომ არ იცი, რასაც ნიშნავს ძმაო ეს? ისიც ხომ იცი, რომ სარალიძეს თემა არაა მინელებული...", - აცხადებს სუბელიანი ფარულ ჩანაწერებში.