მისტერ პული და ყვითელი წყალქვეშა ნავი

მისტერ პული და ყვითელი წყალქვეშა ნავი

დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს 74 წლის ინჟინერი, ბატონი დუგ პული. მისტერ პული ახალგაზრდობაში ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles” დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ.

 

1969 წლის იანვარში ჯგუფმა მორიგი სტუდიური ჩანაწერი “Yellow Submarine” ჩაწერა. ამ ალბომის მოსმენის შემდეგ დუგ პულს ერთი აუხდენელი ოცნება გაუჩნდა – საკუთარი წყალქვეშა ნავი შეეძინა, ყვითლად შეეღება და მისთვის “Yellow Submarine” დაერქვა.

 

თუ ადამიანი მოინდომებს ნებისმიერ სურვილს აისრულებს. ჩვენმა გმირმაც ორი წლის წინ მომცრო წყალქვეშა ნავი შეიძინა.

 

ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ეს ჩამოწერილი წყალქვეშა ნავი რამდენიმე ათეული წლის ასაკისაა. მისტერ პულმა მის შეკეთებასა და ნავიგატორული თვისებების დაბრუნებაში არაერთი საათი გაატარა. ბოლოს და ბოლოს ნავი “ჩინებულ სპორტულ ფორმაში” მოიყვანა. შემდეგ კი მისი შავი კორპუსი ყვითლად გადაღება.

 

რამდენიმე დღის წინ, “The Beatles”-ის ხნიერმა თაყვანისმცემელმა ყვითელი წყალქვეშა ნავი მდინარე ტემზაში ჩაუშვა და მისი მართვის პულტს თავად მიუჯდა.

 

წყალქვეშა ნავის გამოცდას მრავალი ბრიტანელი ჟურნალისტი დაესწრო, რომლებმაც ეს არაჩვეულებრივი და ერთი შეხედვით უცნაური მოვლენა საგულდაგულოდ გააშუქეს.

 

ექს-ბითლზი რინგო სტარი კი ორი დღის წინ საპატიო “Mojo Awards”-ის ჯილდოს ლაუერატი გახდა. ეს ყოველწლიური ბრიტანული პრიზი გადაეცემა იმ პიროვნებებს, რომლებმაც მსოფლიო მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. რინგო სტარის გარდა მიმდინარე წელს, ჯგუფი “Sex Pistols

”-ის ყოფილი ვოკალისტი ჯონ ლაიდონი და ჯგუფი “Beach Boys”-ის ასევე ყოფილი წევრი ბრაიან უილსონი დაჯილდოვდნენ.