ცნობილმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა “Alice in Chains”-მა ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დაიწყო. მისი სახელწოდება ჯერ ცნობილი არ არის. ალბომი დღის სინათლეს 2012 წლის პირველ ნახევარში იხილავს.
ჯგუფი “Alice in Chains” 1985 წელს, ამერიკულ ქალაქ სიეტლში ჩამოაყალიბეს გიტარისტმა ჯერი კანტრელმა და ვოკალისტმა ლეინ სტეილმა.
1990-დან 1996 წლამდე ჯგუფმა სამი მუსიკალური ალბომი ჩაწერა. ამ პერიოდში “Alice in Chains” ცნობილი იყო როგორც ალტერნატიული როკის ერთგული მიმდევარი და მუსიკალური კრიტიკოსები მას ჯგუფების “Nirvana”, “Pearl Jam” და “Soundgarden”-ის გვერდით მოიხსენიებდნენ.
1996 წელს ლეინ სტეილი გარდაიცვალა და ჯგუფიც დაიშალა, თუმცა მუსიკოსები ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებდნენ.
2005 წელს ჯგუფმა მუსიკალური კარიერა კვლავ გააგრძელა. მისი დღევანდელი შემადგენლობა შემდეგია: ჯერი კანტრელი, მაიკ აინეზი, შონ კინი და უილიამ დიუვალი.
“Alice in Chains”-ის პირველი ალბომი “Facelift” 1990 წელს გამოვიდა, უკანასკნელმა “Black Gives Way to Blue”-მ დღის სინათლე 2009 წელს იხილა.