რამდენიმე დღის წინ ცნობილმა კინორეჟისორმა პოლ ვერხოვენმა ახალ სურათზე მუშაობა დაიწყო. ამ ფილმის სათაურია “უკვდავება”. გახმაურებული სურათების “ძირითადი ინსტინქტი” და “ვარსკვლავური დესანტის” შემქმნელი მას კინოკომპანია “Sidney Kimmel Entertainment”-ის დაკვეთით გადაიღებს.
ახალი ფილმის სცენარი დევიდ ლაურის ეკუთვნის, მისი გადამუშავება კი რიჩარდ დოვიდოს დაევალა.
პროდიუსერები იქნებიან სიდნი კიმელი (“სიკვდილი გასვენებაზე”, “ალფა დოგი”), ჯონ პენოტი (“ნარკოზი”), პიტერ ბლოკი (“ხერხი”, გაყინულები”) და ჩარლზ სევარსი (“ერის საგანძური”).
ეს სურათი მოგვითხრობს წყალწაღებულ ლოთზე, რომელიც თავგადაკლული ცდილობს მიატოვოს ეს მავნე ჩვევა. ფილმის მთავარი გმირი დარწმუნებულია, რომ სიმთვრალეში ცოლს უღალატა – მას შემდეგ, რაც უცნობი ქალი იხსნა თვითმკვლელობისგან. მეორე დილით მასთან ერთად გაიღვიძა ლოგინში, შემდეგ კი მათ შორის მგზნებარე სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყება.
ფილმის მთავარი გმირის ცოლი საკუთარი მეორე ნახევრის ღალატზე ეჭვს აიღებს და კერძო დეტექტივს დაიქირავებს. მამაკაცი ეჭვობს, რომ თანდათან ჭკუაზე იშლება, თუმცა საბოლოოდ საყვარელი მხოლოდ აჩრდილი და მისი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდება, რომელიც მის სულზე ნადირობს.
ფილმი “უკვდავება” მსოფლიო კინოგაქირავებაში 2012 წლის შემოდგომაზე გამოვა.