ჯენიფერ ლოპესის პოლიტიკური ამბიციები

ჯენიფერ ლოპესის პოლიტიკური ამბიციები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა ერთი საინტერესო ცნობა გაავრცელეს. ცნობილ მსახიობსა და მომღერალს ჯენიფერ ლოპესს თავისი ქვეყნის პრეზიდენტობა მოუნდა.

 

საუბარია არა რომელიმე კომპანიის თავკაცობაზე, არამედ არც მეტი, არც ნაკლები აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტის როლის მორგებაზე.

 

ჯენიფერ ლოპესი რამდენიმე წელიწადში სერიოზული საარჩევნო კომპანიის წამოწყებას გეგმავს.

 

იმ შემთხვევაში თუ ამერიკელებმა ის პრეზიდენტად აირჩიეს, ჯეი-ლო აპირებს თეთრ სახლს კაპიტალური რემონტი ჩაუტაროს და მთლიანად გადაღებოს.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები პოლიტიკით დაინტერესდნენ.

 

ცნობილი ამერიკელი მსახიობის უილ სმიტის მეუღლემ, ჯადა პინკეტ-სმიტმა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ მისი ქმარი უახლოეს მომავალში კინოს მიტოვებას აპირებს . მას საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება პოლიტიკაში სურს.

 

უილ სმიტს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ბარაკ ობამას შემდეგ აშშ-ის მეორე მუქკანიანი პრეზიდენტი გახდება. თუ 45 წლის მსახიობი ამ ოცნებას აისრულებს, ის რონალდ რეიგანის გზას გაიმეორებს, რომელიც თავის დროზე 50-მდე მხატვრულ ფილმში გადაიღეს.

 

ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსობა ცნობილ მსახიობ ბრედ პიტსაც მოუნდა და ერთი სენსაციური განცხადება გააკეთა. ანჯელინა ჯოლის მეუღლე უახლოეს მომავალში კარიერის შეცვლას გეგმავს და საპრეზიდენტო არჩევნების რთული აღმართის დაძლევას აპირებს.

 

ბრედ პიტის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაა. თავდაპირველად სენატორობა სურს, შემდეგ კი უშუალოდ თეთრ სახლში გადაბარგებას გეგმავს.

 

ორი თვის წინ  ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა განაცხადა, რომ 2012 წელს ძირითად პროფესიას მიატოვებს და პოლიტიკურ მოღვაწეობას შეუდგება.

 

მსახიობის პირადმა მენეჯერმა მეტიუ ჰილციკმა, ამერიკული მას-მედიის წარმომადგენლებს მსახიობის გადაწყვეტილების მართებულობა დაუდასტურა და ერთი ახალი ინფორმაციაც გაავრცელა. აღმოჩნდა რომ ბოლდუინი ქალაქ ნიუ-იორკის მერის თანამდებობისათვის ბრძოლას აპირებს.