თავის დროზე ცნობილმა რუსმა მსახიობმა ევგენი მორგუნოვმა სცენარი დაწერა და “მოსფილმის” სასცენარო განყოფილებაში მიიტანა.
მთავარმა რედაქტორმა სცენარი წაიკითხა და ვერა გაიგო რა. კოლეგებს უთხრა: მორგუნოვი რომ მოვა, ერთი შეეკითხეთ, რა უნდა ამ თავის სცენარით თქვასო. ასე პირდაპირ შეეკითხეთ:
- “ტავარიშჩ მორგუნოვ, ჩტო ვი ხოტიტე ეტიმ სკაზატ”.
რამდენიმე დღეში მორგუნოვმა რედაქტორების კარი შეაღო.
ერთ-ერთმა რედაქტორთაგანმა მაშინვე მიახალა:
- “ტოვარიშჩ, მორგუნოვ, ჩტო ვი ხოტიტე...”
- “დენგი ხაჩუ, დენგი!” – იყვირა მორგუნოვმა ისე, რომ რედაქტორს სიტყვა არც კი დაამთავრებინა.